Thursday, December 13, 2012

ვიმოგზაუროთ საქართველოში


1. პროექტის სახელწოდება:      ვიმოგზაუროთ საქართველოში
2.
პროექტის მთავარი იდეა:      ინფორმაციის მოძიება წიგნიდან და კომპიუტერიდან.    გამოფენის მოწყობა.   ალბომის გაკეთება.
3.
პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ კუთხის ისტორიულ- გეოგრაფიული ძეგლების მოკლე აღწერას.  შეადგენენ მოგზაურობის მარშრუტს. ეს ხელს შეუწყობს უკეთ გაიცნონ საქართველოს კუთხეები,   ისწავლიან ბუნების სიყვარულს.
4.
პროექტის მიზნები: საქართველოს კუთხეების გაცნობა, ისტორიული ძეგლების შესწავლა. 
5.
მონაწილეთა ასაკი: 10-12 კლასები.
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:     მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  დაკვირვების, კვლევის უნარ-ჩვევები,  ისწავლიან წიგნზე მუშაობას, ისწავლიან საველე პირობებში მუშაობას, წარმოდგენა შეექმნებათ ისტორიულ- გეოგრაფიულ ძეგლებზე.  გამოუმუშავდებათ ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების, რუკების, ცხრილების შედგენის უნარი.ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაახლოვებას,  ურთიერთთანამშრომლობას. ისწავლიან ინტერვიუს აღებას.გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზება,  ამაღლდება მათი ცოდნა და ბუნების სიყვარული.ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი,  ბუკლეტი, ვებ-გვერდი.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   წიგნები,  კომპიუტერი, ფოტო აპარატი.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები მოიძიებენ რომელიმე ისტორიულ ძეგლზე ინფორმაციას, დაგეგმავენ გამგზავრებას, მოახდენენ მის ადგილზე აღწერას, შეადგენენ ამ ადგილის გეგმას (რუკას). გამოიკვლევენ ამ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას,   რელიეფს, ჰავას,  შიდა წყლებს, მცენარეულობას და ცხოველთა სამყაროს.შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას,  მოისმენენ მათგან ლეგენდებს, თქმულებებს. ყურადღება მიექცევა ისტორიულ დოკუმენტებს ამ ადგილის წარმოშობის შესახებ, ქალაქის(სოფლის) ცხოვრებაშიმომხდარ  მნიშვნელოვან მოვლენებს.ამ ადგილის დღესასწაულებსა და ადათ-წესებს, ხალხურ რეწვას, ფოლკლორს, სამზარეულოს, ენა/ დიალექტს. შეაგროვებენ ინფორმაციას ამ ადგილის მოსახლეობის რაოდენობის და მიგრაციების შესახებ.შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს,  გადაიღებენ ფოტოსურათებს.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება, რელიგია.
ისტორია:  ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, გამოიკვლევენ ისტორიული ძეგლების არქიტექტურას, წარმოშობას და ასაკს.
გეოგრაფია;  ისწავლიან საქართველოს ამა თუ იმ კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას,  ბუნებას.შეძლებენ რუკების, ცხრილების შედგენას, დიაგრამების აგებას, მოძიებული ინფორმაციის ანალიზს.
ლიტერატურა:  მოიძიებენ ლეგენდებს, თქმულებებს, ტოპონიმებს.
ხელოვნება:  გააკეთებენ ალბომს.
რელიგია:  შეისწავლიან ამა თუ იმ კუთხის ადათ წესებს.
11.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):    ნინო ხოხობაშვილი
12.
ხელმძღვანელის ელ ფოსტა:  n2012xoxobashvili@gmail.com
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:





Tuesday, December 4, 2012

მისალმება

მოგესალმებით ყველას, გფისურვებთ სიკეთეს , სიხარულს , წარმატებულ კარიერას.   პატივისცემით ნინო მასწავლებელი

Saturday, December 1, 2012

საშობაო მილოცვა

მინდა ყველას წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა–ახალი წელი. იყავით ჯანმრთელები , ბედნიერები , გახარებულები , სიკეთე და სიყვარული იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მანმდევი. უფალი  გფარავდეთ. არ დაუჯეროთ ცრუ მითქმა–მოთქმას და ყველაფერი კარგად იქნება.